LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა ჯენეტ ჯექსონის ცნობილი კოსტიუმი 25 ათას დოლარად შეიძინა

170
kimkardashianjanetjakcson

კიმ კარდაშიანი ამბობს, რომ ჯენეტ ჯექსონის 55 წლის იუბილეზე მან მომღერლის ცნობილი კოსტიუმი შეიძინა. ეს ის ტოპია, რომელიც ჯენეტს ეცვა პოპულარულ კლიპში If. კარდაშიანის თქმით, ჯენეტ ჯექსონი მისი კუმირია და ამდენად, მისი სამოსის შეძენა დიდი პატივია.

კოსტიუმი აუქციონზე იყო გატანილი და მასში კარდაშიანმა 25 ათასი დოლარი გადაიხადა.

საინტერესოა, რომ კიმ კარდაშიანი აუქციონების მოყვარულია, მაგალითად 2017 წელს მან ყოფილ მეუღლესთან კანიე უესტთან ერთად ქალიშვილისთვის, მაიკლ ჯექსონის ქურთუკი აუქციონზე 65 ათას დოლარად შეიძინა. კიმ კარდაშიანმა ახალი შენაძენის ფოტო „ინსტაგრამზე“ განათავსა და დაწერა, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g