თიბისი აქტიურად მონაწილეობს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში – მრავალმხრივი მხარდაჭერითა და პარტნიორობით ხელს უწყობს როგორც მსხვილი კინოფესტივალების, ასევე დამოუკიდებელი კინოინიციატივების გაძლიერებასა და ქართული კინოს პოპულარიზაციას.
კინოდაჯილდოება „ელისო 2026“ ღია კონკურსს აცხადებს. თიბისის მხარდაჭერით და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით, კინოდაჯილდოება წელს მესამედ გაიმართება. ის მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას.
კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2025 წელს ოფიციალურად გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმები.
ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 20 თებერვლამდე ბმულზე.
გასულ წელს „ელისოზე“ წარდგენილ ნამუშევრებს აფასებდნენ ჟიურის შემდეგი წევრები: ელენე ნავერიანი, კარლოს რეიგადასი, ტომას ჰაკიმი, აგნიეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, სალომე კიკალეიშვილი და ანჯელიკი პაპულია. პრემია საუკეთესო ფილმისთვის „წმინდა ელექტროენერგიას გადაეცა.
თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს, ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე“, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა.
მთავარია, გჯეროდეს – ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით პრემია „ელისოს“, დაარსების დღიდან, ერთგული მხარდამჭერია თიბისი.
(R)
