საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.
რეისი კიოლნი-თბილისი-კიოლნი, 2 ივლისიდან 22 ოქტომბრამდე, კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.
