LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირა ნაიტლის ქმარი ბავშვს საფენებს ქუჩაში უცვლის

327

კირა ნაიტლი და მისი ქმარი ჯეიმს რაიტონი გოგონასთან – ედისთან ერთად ნიუ-იორკში სეირნობისას შენიშნეს. პაპარაცების მიერ გადაღებული ფოროების მიხედვით, კირას დეკრეტის პერიოდში საშუალება აქვს, მშვიდად დაისვენოს – ბავშვის მოვლას მსახიობის ქმარი არაჩვეულებრივად ართმევს თავს. სეირნობის დროს ბავშვი რაიტონს ჰყავდა და საჭიროების შემთხვევაში საფენს პირდაპირ ქუჩაში უცვლიდა. ნაიტლი კი პერიოდულად რჩევებს აძლევდა.

კირა ნაიტლის და ჯეიმს რაიტონს შვილი 2015 წლის მაისში ეყოლათ. ბავშვის გაჩენას წყვილი საკმაოდ დიდ ხანს მალავდა. ჟურნალისტებმა ედის დაბადების შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეიტყეს, ბავშვის პირველი ფოტო კი სულ ცოტა ხნის წინ პაპარაცების საშუალებით გავრცელდა.

ახლა კი კირა და ჯეიმსი ედის აღარ მალავენ და ხალხმრავალ მანჰეტენზე შვილთან ერთად სეირნობენ. ისინი უარს ამბობენ დაცვისა და ძიძის მომსახურებაზე.

 

4

3

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g