LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირკოროვმა რომანოვების დინასტიის მემკვიდრესთან ერთად სელფი გადაიღო

79

გუშინ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე საუკუნის ფაქტი დაფიქსირდა: რუსული პოპის მეფემ ფილიპ კიროროვმა გაიცნო და სელფი გადაიღო რომანოვების დინასტიის მემკვიდრე ნიკოლეტა რომანოვთან, რომელიც ნიკოლაი I-ის შვილთაშვილიშვილი გახლავთ.

ფილი კირკოროვმა ძალიან მცირე დროში მოახერხა ნიკოლეტასთან დამეგობრება და მისით მოხიბლულმა, სელფის გადაღებაც კი მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომანოვიც და კირკოროვიც აღტაცებულნი დარჩნენ ახალი ნაცნობობით, ხოლო მომღერლის მიერ გადაღებული სელფი უმალვე სოც-ქსელის ჰიტი გახდა.

 როგორც რუსული ტაბლოიდები იტყობინებიან, ნიკოლეტა მოსკოვში საკუთარი საიუველირო ხაზის პრეზენტაციის გამო იმყოფებოდა. პრეზენტაციის ფარგლებში რომანოვების მემკვიდრეს ბრილიანტისგან დამზადებული გვირგვინი ამშვენებდა, რომელიც საღამოს ნამდვილი ჰიტი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები