პროკურატურამ სოფელ კისისხევში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.
როგორც პროკურატურაში განმარტეს, სოფელ კისისხევთან ახლოს მდებარე საქონლის ფერმაში, ორ პირთან ურთიერთშელაპარაკებით განაწყენებულმა მოქალაქემ შურისძიების მოტივით გადაწყვიტა მათი განზრახ მკვლელობა. აქედან დანის გამოყენებით ერთ სასიკვდილოდ დაჭრა და ის ადგილზე გარდაიცვალა, მეორეს კი მძიმე დაზიანებები მიაყენა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატმრობას ითვალისწინებს.
ასევე შეგიძლია წაიკითხოთ:
სასტიკი მკვლელობა ოზურგეთში – ტრაგედიის ახალ დეტალებზე “ფორტუნასთან” ადგილობრივები საუბრობენ