LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლანის“ ჩაბეტონება უნდათ სასამართლოში – ლევან სამუშია

59
ლევან სამუშია

“რასაც ესენი ჩალიჩობენ, ეს ჩალიჩი არ გამოუვათ” – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 26 მაისს დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება პირდაპირ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმებას.

“„კლანის“ ჩაბეტონება უნდათ, ბეტონზე ბეტონს ასხამენ და ამაში იღებენ ესენი მონაწილეობას.”

როგორც სამუშია აცხადებს, ქართული ოცნება” საუბრობს იმაზე, რომ არ აინტერესებთ პარტნიორების მოწოდება და ყველაფერზე წავლენ, რომ დასავლეთთან მაკავშირებელი ძაფები გადაჭრან.

“ბოდიში ჟარგონზე და რასაც ესენი „ჩალიჩობენ”, ეს „ჩალიჩი” არ გამოუვიათ, ქვეყანას სჭირდება რადიკალური სასამართლო რეფორმა და ამას ახალი ხელისუფლების და კოალიციური მთავრობის პირობებში მივიღებთ“, – განაცხადა სამუშიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g