კლინიკა „ბომონდში“ გადაარჩინეს კაცი, რომელსაც გული ხუთჯერ გაუჩერდა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 57 წლის კაცს კლინიკაში შესვლის მომენტში გულ-მკერდის არეში მოჭერითი ხასიათის ტკივილი აღენიშნებოდა.
მათივე ცნობით, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევა ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ბომონდი“-ს კლინიკების ქსელში გადარჩენილი მორიგი კმაყოფილი პაციენტის ისტორია
„კლინიკა ბომონდი“-ს კარდიოლოგიური დეპარტამენტის გუნდმა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა, რომელსაც გული ხუთჯერ გაუჩერდა.
57 წლის მამაკაცმა კლინიკას დახმარებისთვის 2 ივნისს, ღამის საათებში მიმართა. კლინიკაში შემოსვლის მომენტში პაციენტს გულ-მკერდის არეში მოჭერითი ხასიათის ტკივილი აღენიშნებოდა.
„პაციენტს შემოსვლისთანავე დაუდასტურდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, აღენიშნებოდა არასტაბილური ჰემოდინამიკა. სასწრაფოდ იქნა მიღებული ოპერატიული ღონისძიებები, პაციენტი მოთავსდა ანგიოკათეტერიზაციის ლაბორატორიაში, ჩაუტარდა კორონაროგრაფია ერთი სტენტის იმპლანტაციით. განხორციელდა დეფიბრილაციის 5 ეპიზოდი, რაც წარმატებით დასრულდა. ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“- ამბობს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა გრძელიძე.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ინტერვენციონისტი გიორგი შაკინოვი და კარდიოლოგი ხათუნა გრძელიძე მონაწილეობდნენ“,- წერია კლინიკა ბომონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.