LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა “ვივამედი” მზადაა პაციენტების მისაღებად: ნინო ნადირაძე-კუზანოვა

2004
1122ნინო

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს უწყებათაშორისი კომისიის წევრები კერძო კლინიკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. თემა, რომელიც სახელმწიფო და კერძო უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს, იყო საჭიროების შემთხვევაში დაინფიცირებული პაციენტების მიღება და მკურნალობა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოებისა, კერძი კლინიკები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით,  კერძო კლინიკებიდან 1000-დან 1500-მდე საწოლის მობილიზაცია შესაძლებელია.

კერძო კლინიკები საჭიროების შემთხვევაში 1 500-მდე პაციენტს მიიღებენ

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა “ვივამედის” გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძე-კუზანოვმა. კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შესაძლო ფორსმაჟორის რეჟიმში, კლინიკას პაციენტების მიღება ხვალვე შეუძლია. კლინიკა „ვივამედს“ 220 საწოლი და მართვითი სუნთქვის 30 აპარატი აქვს.

„მთლიანი კერძო სექტორი გვერდით უდგას სახელმწიფოს და ხალხს იმიტომ, რომ ეს ყველას ეხება. ყველა კლინიკამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს სახელმწიფოს ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში. ჩვენი კლინიკა არის 220 საწოლზე და გვაქვს 30 მართვის სუნთქვის აპარატი. მთლიანად მობილიზებულები ვართ, ყველაფერი გათვლილია დეტალებში, სახელმწიფოს მხრიდან არსებობს გეგმა ვინ როდის, როგორ უნდა მოიქცეს და ჩვენ მკაცრად მივსდევთ ამ გეგმას,“ – განაცხადა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები