საგარეჯოში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 6 არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.
როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, 6-ვე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მსუბუქია. მათივე ინფორმაციით, ბავშვებს ძირითადად, მოტეხილობები აღენიშნებათ. ამჟამად კი, მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.