LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ხვალ გადავა თერაპიულ განყოფილებაში” – ლევან რატიანი კახი კავსაძეზე

175
1528443186

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შესაძლოა მსახიობი ხვალ რეანიმაციიდან თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანონ. ამის შესახებ განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გააკეთა.

„რაც შეეხება ბატონ კახის მდგომარეობას, ამ ეტაპზე სტაბილურია, კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ხვალ გადავა თერაპიულ განყოფილებაში“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, კახი კავსაძის მდგომარეობა 28 ნოემბერს დამძიმდა.

მსახიობი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g