LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინტ ისტვუდის 30 წლის ვაჟმა მამის ლეგენდარული პერსონაჟი გააცოცხლა (ფოტო)

240

კლინტ ისტვუდის ვაჟი, სკოტ ისტვუდი საქველმოქმედო ორგანიზაციის ივენთს დაესწრო. 30 წლის მსახიობმა წვეულებაზე ცნობილი ფილმი კარგი, ცუდი, ბოროტი” გაახსენა მაყურელებს. სკოტ ისტვუდმა ერთი ერთში გაიმეორა კლინტ ისტვუდის გმირის ლუქი და ველური დასავლეთის ინსპირაციით შთაგონებული გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. ის, რომ მამასა და შვილს შორის მსგავსება საკმაოდ დიდია, ყველამ იცის. ახალმა ფოტოებმა კი მათ შორის განსხვავებაც კი მინიმუმამდე დაიყვანა.

რაც შეეხება თავად სკოტ ისტვუდს, ის ჯერ კარიერის საწყის ეტაპზეა. ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა ის ლეგენდარული მამის წარმატების გამეორებას.  ცნობილია, რომ სწორედ სკოტ ისტვუდი ჩაანაცვლებს პოლ უოკერს ფორსაჟის მერვე ფილმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g