LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუბებთან მომხდარ დაპირისპირებაში პოლიციას არანაირი სპეცაღჭურვილობა არ გამოუყენებია – შსს მინისტრი

86

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კლუბებთან მომხდარ დაპირისპირებაში პოლიციას არანაირი სპეცაღჭურვილობა არ გამოუყენებია.

„ის, რაც მოხდა კლუბებში ჩატარებული ღინისძიების შემდგომ, ჩვეულებრივი აზრის გამოხატვა იყო, რომლის თავისუფლებაც პოლიციის მიერ იყო უზრუნველყოფილი, თუ იქ ხდებოდა დაკავება, ეს ხდებოდა დაუმორჩილებლობის ნაწილში და სხვა ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ერთადერთი, როცა მომიტინგეები ცდილობდნენ გზის გადაკეტვას, შეიქმნა გარკვეული დისკომფორტი პოლიციასა და მათ ურთიერთობაში. არანაირი სპეც აღჭურვილობა ამ ღონისძიებებში არ გამოყენებულა,“ – განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, ის მზად არის დინამოს სტადიონის ირგვლივ და ასევე პარლამენტთან განხორციელებულ ყველა ღონისძიებაზე გასცეს დეპუტატების კითხვებს პასუხი.

შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ  პარლამენტში გამოსვლის დასრულებისას, პოლიციელებს თმენისა და მაღალკვალიფიციურად შესრულებული საქმისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g