LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუბი „მტკვარზე“ ივენთის ჩასატარებლად საჭირო ნივთებს ყიდის – ბრძოლა გადარჩენისთვის

229
20200727163425

საკლუბო სექტორის წარმომადგენლები გადარჩენისთვის იბრძვიან. „სხვა გზა არ გვაქვს, უკვე ისეთ მნიშვნელოვან ნივთებს ვყიდით, რომელიც ივენთის ჩასატარებლად არის საჭირო,“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კლუბ „მტკვარზე“ დამფუძნებელმა ნოდარ ბერიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან კლუბის თანამშრომლები, არტისტები, დიჯეები, გამნათებლები.

„გადარჩენისთვის მუდმივი ბრძოლის პირობებში ვართ, დავიწყეთ ისეთი რაღაცეების გაყიდვა, რაც არ გვჭირდებოდა, თან ნახევარ ფასში, რადგან არ არის მოთხოვნა. ყველა კლუბს რა თქმა უნდა, გვაქვს ბიზნეს სესხები, თავიდან იყო საშეღავათო პერიოდი, შემდეგ ვეღარ გადავიხადეთ. რესტრუქტურიზაციის შედეგად როდესაც გავიხსნებით, გვექნება ბევრად დიდი ვალი ვიდრე გვქონდა“-აღნიშნა ნოდარ ბერიძემ.

შეგახსენებთ, საკლუბო ბიზნესი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. სექტორმა ოთხ პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. კლუბების მოთხოვნებს შორისაა: საქართველოს მასშტაბით არსებული 55-მდე ბიზნესს ერთეულის მეიჯარეებთან საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შემსუბუქების მხარდაჭერა, რაც მოიცავს იჯარის სრულად ან ნაწილობრივ სუბსიდირებას. ასევე, იურიდიული პირებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას. ინდუსტრია ითხოვს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორში დასაქმებული პირების, მათ შორის 500-ზე მეტი შემოქმედი ადამიანის და ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პაკეტით სარგებლობას, ასევე  ეპიდრისკისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კულტურისა და რეკრეაციული სივრცეების უსაფრთხო ამუშავებისთვის, მათი 10 ათასზე მეტი სწრაფი ტესტით უზრუნველყოფას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g