ჯორჯ და ამალ კლუნების ტყუპები ერთი თვის გახდნენ. ამ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე ახალბედა მშობლები პატარებთან ერთად, მსახიობის კუთვნილი თვითმფრინავით, მილანში გადაფრინდნენ. ჯორჯს ერთი მათგანი ეჭირა, ამალს კი მეორე.
შეგახსენებთ, რომ ელა და ალექსანდრე 6 ივნისს ლონდონში დაიბადნენ. 39 წლის ამალი და 59 წლის ჯორჯი ამ დღეს მშობლები პირველად გახდნენ.