LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა ნაყოფია: ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება

167
fot

თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ არჩევნები შეიძლება უფრო ადრე ჩატარდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს.

„შემდეგი არჩევნები შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან კარგად მოგეხსენებათ, შემოდგომაზე საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, ღმერთმა დაუფაროს ჩვენ ქვეყანას, რომ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდეს და არჩევნები კიდევ უფრო სწრაფად ჩატარდეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თუ ისე მოხდა, რომ ეს სტატუსი საქართველომ ვერ მიიღო, რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ არჩევნები შეიძლება უფრო ადრე ჩატარდეს, ვიდრე ამას ველოდებით, ამიტომ ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია უნდა იყოს მზად და ბევრ სტრატეგიულ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებული იყოს. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუკი, სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება“, – განაცხადა ნაყოფიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g