LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე შენი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა“ – როგორ ეხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობა გუშინდელ დემონსტრაციას

193
საერთაშორისო პარტნიორები და დარბევა

გუშინ, რუსთაველის გამზირზე ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცრაზმის ძალის გამოყენებას საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ კატეგორიულად გმობს მომიტინგეების მიმართ ძალადობას საქართველოში, რომლებიც ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ, მშვიდობიან დემონსტრაციას ატარებდნენ.

„საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება, მის ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია“. – წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.

საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ძალის გამოყენება გამოსავალი არ არის ეს უნდა შეწყდეს. გუშინდელ დემონსტრაციას სოციალურ ქსელ X-ზე გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი გამოეხმაურა და დაწერა, რომ გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება:

გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა

„ძალადობა და პერსონალური დაზიანებები ამ ღამით თბილისის საპროტესტო აქციებზე. ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს გამოსავალი არასდროს არის. გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ. ჩვენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის და განვითარებისთვის საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ“. – წერს პეტერ ფიშერი X-ზე.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს გაიწვიოს უკან სადავო კანონპროექტი და შეწყვიტოს საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა.

„ძვირფასო პრემიერო კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ ევროპული ღირებულებებისთვის. გაიწვიე უცხოელ აგენტთა კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!“ – წერს გერმანელი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

გუშინდელ დემონსტრაციას ეხმაურება აქციაზე დაკავებული და ნაცემი ამერიკელი იურისტი, თეოდორ ჯონასიც და მისი დაკავების მომენტს იხსენებს. როგორც იგი საკუთარ პოსტში აღნიშნავს, რობოკოპები მას უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, რის შედეგადაც აქვს დაბეჟილობები, დაზიანებები თავსა და თვალებზე.

„წუხელ 12:30 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინა ხაზიდან რობოკოპებმა გამიტაცეს. ეს იყო იმის შემდეგ, რაც მათ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და გაზის ბომბი გაუშვეს. როგორც კი პოლიციელებმა უკან დაიხიეს და ხელახლა დაჯგუფდნენ წინა ხაზზე, დამაკავეს.

ტროტუარზე, დაახლოებით, 30 მეტრში გამათრიეს, რა დროსაც მცემდნენ და მირტყამდნენ. მათ ცემა და რტყმა გააგრძელეს მაშინაც, როცა ძირს ვეგდე და თავის დაცვას ვცდილობდი.

ალბათ, 20-30 დარტყმა იყო – მქონდა სისხლდენა ცხვირიდან, ჩალურჯებები ცემისა და თავზე მუშტების რტყმისგან, მარჯვენა თვალზე და ოდნავ მარცხნივაც. სხვა ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები ზურგზე, იდაყვებზე, მუხლებზე…

„საქართველოში აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას თქვენი ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ” – Anonymous

დაახლოებით, 2 საათი გავატარე პოლიციის ბნელ მანქანაში, სადაც თავიდან მე და ორი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით. 5 წუთის შემდეგ, კარი გაიღო და რობოკოპებმა ძალადობრივად შემოაგდეს კიდევ ერთი დაპატიმრებული. მანქანაში ყოფნის დროს, პოლიციელები დროგამოშვებით კარს აღებდნენ და კართან ახლოს მყოფ ორ კონკრეტულ დაპატიმრებულს სცემდნენ…

ერთი რამ მინდა ვთქვა: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მეც საქართველოს მოქალაქე ვარ – 30 წელი მოვანდომე დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის შენებას ამ ლამაზ, ისტორიულ ქვეყანაში. უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, რომ არ დავეკავებინე, მაგრამ მთელი ღამის განმავლობაში, რასაც ვუყურებდი ცრემლსადენი გაზის გამოყენებასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, ჩემი ბრაზი ისევე გაიზარდა, როგორც მათი აგრესია და ველურობა.

ეს ემსახურებოდა ქუჩების გაწმენდას, არა იმიტომ, რომ ხალხი მათ თავს ესხმოდა. იბრძოლეთ, მეგობრებო. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ცხვრები. რობოკოპები არიან ველურები, აბსოლუტურად უკონტროლო”. – წერს თეოდორ ჯონასი.

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

„რაც შარშან არ გააკეთეს, წელს იმას იზამენ, მათი მიზანიც ესაა – მაქსიმალურად ბოლომდე, ზამბარასავით დაჭიმვა, შემდეგ მეორე ნაწილის შემოტანა, ოჯახზე ზრუნვა თუ რაც ჰქვია იმ კანონპროექტს და შესაბამისად, ამით დამთავრდება“.

„საქართველოს დეპუტატებთან საუბარში ჩვენი ძლიერი შეშფოთება გამოვხატე კრემლის მიერ შთაგონებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე“, – ამის შესახებ კი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო’ბრაიენი X-ის პირად გვერდზე დაწერა.

„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა საქართველოს დეპუტატებთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე”. – წერს ჯეიმს ო’ბრაიენი.

გამოყენებულია ზურაბ ცერცვაძისა და „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

magti 5g