LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: დავით კეზერაშვილი, ეს ოლიგარქი რატომღაც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში

225
ფორტუნა - 2023-09-05T141307.855

დავით კეზერაშვილი, ეს ოლიგარქი რატომღაც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში. ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად დავაყენებთ საკითხს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფრის სათავეში დავით კეზერაშვილი დგას.

„კიდევ ერთხელ, მადლობას გადავუხდი აშშ-ს, რომ იქ დღემდე მოქმედებს რუსული კანონი და სწორედ ამ რუსული კანონის წყალობით გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია „ფორმულასთან“ , ზოგადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გაწეული ლობისტური ხარჯების თაობაზე.

გახსოვთ, ხშირად ისმოდა იქ ნახსენები გვარები, რაღაც ჩერჩილი და ა.შ. ამბობდნენ, რომ აი, დამოუკიდებელი ექსპერტი, თუ პოლიტიკოსი და ა.შ. როგორ ღელავს საქართველოს ბედზე. აღმოჩნდა, რომ თურმე, ის ღელავს ლობისტურ კონტრაქტზე, რომელშიც ის არის ნახსენები. ყველაფერი დღესავით ნათელია. სინამდვილეში ისინი ჩართულნი არიან ასეთ ქმედებებში, რომელიც პირდაპირ მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ, არა მხოლოდ მმართველი გუნდის წინააღმდეგ, არამედ ეს ლობისტური კონტრაქტორი მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა, არავისთვის არის გასაკვირი.

ამ ყველაფრის სათავეში დგას კეზერაშვილი. რატომღაც ეს ოლიგარქი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში. ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად დავაყენებთ საკითხს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

BBC-მ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ვიდეოვერსია გაავრცელა, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება

მელია: „ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე, რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები.. მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო“

სახალხო დამცველი კეზერაშვილის საქმეზე: ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები