პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ეკა ბესელია პარტიიდან იმიტომ წავიდა, რომ “ოცნებაში” შავი ფული ვერ აკეთა.
კობახიძის თქმით, “ბესელიამ თავისი შავი ფული მოიკითხოს”:
“რატომ მეშინია და რატომ ტრიალებს “შავი ფულიო”? ეკა ბესელიამ რა იცის, სად რა ტრიალებს? მან თავისი “შავი ფული” მოიკითხოს.
“ქართული ოცნებიდან” ზუსტად იმიტომ წავიდა, რომ “შავი ფული” ვერ აკეთა “ქართულ ოცნებაში” ეკა ბესელიამ. ეს თამამად შემიძლია გითხრათ”, – განაცხადა კობახიძემ.