LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „გახსნილია საზღვრები, ჯერ კიდევ დიდია ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკური ჩამორჩენა, ასეთ დროს არსებობს ცდუნება, რომ ადამიანები ქვეყნიდან გავიდნენ.. რამდენიმე წელი დაგვჭირდება, ევროკავშირის ქვეყნებს რომ დავუახლოვდეთ“

139
ირაკლი კობახიძე ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის თანახმად, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ემიგრანტების რაოდენობა 95.6 %-ით გაიზარდა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმიანება.

საქსტატი: ემიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 95.6 %-ით გაიზარდა

ირაკლი კობახიძის თქმით, „მიგრაციის მაჩვენებლები, წინა ხელისუფლების პირობებში ბევრად უფრო მძიმე იყო“.

„ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, ამ გამოწვევებს შორის უმთავრესი დემოგრაფიაა. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა, როგორც შობადობის, ისე მიგრაციის კუთხით, რასაც გამომწვევი მიზეზები აქვს.

რაც შეეხება მიგრაციას, მიგრაციას არსებითად ორი მიზეზი აქვს. პირველი: ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა ევროკავშირის, ევროპის ქვეყნებთან. მეორე: გახსნილია საზღვრები, ადვილია ქვეყნის დატოვება ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა, ცხოვრების დონის კუთხით, ჯერ კიდევ სამმაგია, 2012 წელს ჩამორჩენა იყო 4.5. ამიტომ, წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები იყო ბევრად უფრო მძიმე, ჩვენს პირობებში ცუდია დემოგრაფიული მონაცემები, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი: ჯერ კიდევ არსებული ჩამორჩენა, გერმანიას სამჯერ ჩამოვრჩებით, საბერძნეთს 2-ჯერ და ასე შემდეგ.

ასეთ დროს ცდუნება არსებობს, რომ ქვეყნიდან გავიდნენ ადამიანები, სხვა ქვეყანაში გადავიდნენ. ასევე საზღვრებიც გახსნილია. „ნაცმოძრაობის“ დროს, მაშინ, როდესაც საზღვრები გახსნილი არ იყო, მიგრაციის კუთხით ორჯერ უარესი მაჩვენებლები იყო. ჩვენ უარყოფითი მაჩვენებლები გვაქვს, მაგრამ აქ მთავარია ეკონომიკის განვითარება. თუ ეკონომიკა წინ არ წავა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ დავუახლოვდებით, რა თქმა უნდა, უარყოფით მაჩვენებლები შენარჩუნდება. უახლოესი რამდენიმე წელი დაგვჭირდება, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მეტად დავუახლოვდეთ“, – განაცხადა ირაკი კობახიძემ.

ცნობისათვის, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

რომან გოცირიძე: „საქსტატის“ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა – „ოცნების“ პირობებში ქვეყანა დაიცალა და თუკი ასე გაგრძელდება ქვეყანაში არც სამუშაო ძალა გვექნება და არც ადამიანი დარჩება, რომელიც ქვეყანას დაიცავს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები