LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ღირებულებით ნაწილში “ქართულ ოცნებასა” და “ხალხის ძალას” შორის არსებითი განსხვავება არ არის

40
რ3წრფწერე

“ღირებულებით ნაწილში ჩვენს შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, „ტაქტიკური შეუთანხმებლობა“ არსებობს მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები.

„ოცნებიდან” წასულებს კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა

“ჩვენ გვაქვს ტაქტიკური შეუთანხმებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში.

ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს, “ქართული ოცნების” ფრაქციას უმრავლესობა აღარ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს, რომელიც გაწევრიანებულია ფრაქციაში. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, ამ საზოგადოებრივ მოძრაობასთან თანამშრომლობა, რადგან მათ გარეშე საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება და მყარი უმრავლესობის შენარჩუნება გაგვიჭირდება.

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც „ხალხის ძალას“ შეუერთდა, POSTV-ის 52%-იანი წილი შეიძინა

მათგან მოსმენილი გვაქვს საერთო პოზიცია იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ, მათ შორის, ეს ეხება 12 პუნქტის გარშემო მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ამაზე გვქონდა კონსულტაციები, ვრჩებით ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები, ამ მოძრაობის წარმომადგენელ დეპუტატებთან ერთად,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა რამიშვილი: POSTV დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალას“ მედიაპლატფორმა.. მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g