ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია “რუსთავი 2”-ის ეთერში “ღამის კურიერის” წამყვანს, ირაკლი იმნაიშვილს დაუპირისპირდა და გადაცემა პროტესტის ნიშნად დატოვა.
წამყვანსა და პოლიტიკოსს შორის კამათი სასამართლო სისტემაზე საუბარს მოჰყვა.
მელიამ იმნაიშვილი ოლიგარქიული რეჟიმის გაძლიერების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
“რა შალვა რამიშვილი და რა თქვენ პირდაპირ გეუბნებით, ჩვეულებრივი შალვა რამიშვილი ზიხართ… კობახიძე ირაკლი უფრო დასაფასებელია ვიდრე თქვენ” – მიმართა მელიამ იმნაიშვილს.
ჟურნალისტმა კი მელიას უპასუხა, რომ პოლიტიკოსს კითხვები არ მოეწონა და სწორედ ამიტომ შეეცადა ზეწოლა მოეხდინა მასზე.
“ასე აპირებთ დამოუკიდებელ მედიასთან ურთიერთობას თუ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოხვალთ? სამწუხაროა, რომ ასე ახდენთ ზეწოლას იმ მედიაზე, რომელიც გისვამთ კითხვებს, რომელიც არ მოგწონთ”- უპასუხა იმნაიშვილმა ნიკა მელიას.