სახალხო დამცველის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მისთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ და შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ, “ქართული ოცნების თავმჯდომარე ეხმიანება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნინო ლომჯარია არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენია:
“ეს არის გაუგონარი განცხადება, როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს წარმოუდგენელია. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით მან ეს დაადასტურა”, – ამბობს კობახიძე.
მდინარაძე: საქართველოში არანაირი სახალხო დამცველი არ არის, ეს “ნაცების” სახალხოდ დამცველია
კობახიძე ლომჯარიაზე: რეიტინგი არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსობას ცდილობს