LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: საქართველოში არანაირი სახალხო დამცველი არ არის, ეს “ნაცების” სახალხოდ დამცველია

85
უსათაურო დიზაინი (1)

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არ ჰყავს.

კობახიძე ლომჯარიაზე: რეიტინგი არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსობას ცდილობს

ამის შესახებ მდინარაძემ დღეს, ნინო ლომჯარიას ირგვლივ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებს:

“სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს, ეს არის “ნაცების” სახალხოდ დამცველი.

ეს არის ადამიანი, რომელიც ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებს. ამ ადამიანის მოწოდებები ერთია და მეორე ის, რომ ჩვენ 90 ხმა გვჭირდება, დამოუკიდებლად 80 დეპუტატი ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და ბუნებრივია, კონსენსუსი გვჭირდება ოპოზიციასთან, რათა სახალხო დამცველი ავირჩიოთ. იმედია, ამ არჩევას  კომპრომისის გზით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მივაღწევთ…

“სამწუხაროა, რომ ქვეყნის სახალხო დამცველი ქსენოფობიურ კამპანიას ამართლებს, მასში ერთვება. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში. ვერ გავიგე საიდან მოიტანა სიტყვა – სიყვარული? ალბათ, სპეკულაციისთვის სჭირდებოდა. ან სიყვარული ვინ სთხოვა, ან სიყვარულის დადასტურება ვინ თხოვა, რა სიგიჟეა, საუბარია იმაზე, რომ რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი ქვეყანა და ხელისუფლება ეროვნული ეთნიკური ნიშნით ადამიანის განსხვავება და თავდასხმების მოწოდება სიბნელეა და ქსენოფობია”, – განაცხადა მდინარაძემ.

„გაუგებარი და აუხსნელია, რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?!“ – ლომჯარია კობახიძეს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები