LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე ლომჯარიაზე: რეიტინგი არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსობას ცდილობს

69
ირაკლი კობახოძე და ნინო ლომჯარია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგი არ აქვს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პოლიტიკოსობას ცდილობს.

როგორც კობახიძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ომბუდსმენი პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირაა ჩართული და იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, 7 დეკემბერს საბოლოოდ შეიძენს, რადგან ამ თარიღისთვის მას უფლებამოსილების ვადა ეწურება.

„წინა ქსენოფობიური კამპანიის დროს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მიერ აგორდა, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, ნინო ლომჯარიას , 10 დღე დასჭირდა, ვიდრე  ქსენოფობიასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდა. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის სახალხო დამცველის პირდაპირი მოვალეობა.

როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. ეს ადამიანი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და უფრო მეტიც, ის პირდაპირ იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება.

რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას. 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, ცდილობს იყოს პოლიტიკოსი და გახდება კიდეც დეკემბერში ალბათ, ამაში დარწმუნებული ვარ.“,-  განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ახალი სახალხო დამცველი ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმებით უნდა აირჩეს:

ირაკლი კობახიძე: ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი, მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა

„ჩვენ ვერ გვეყოლება კანდიდატი. სახალხო დამცველი უნდა აირჩეს შეთანხმებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის და ამას სჭირდება ფართო კონსულტაციები. ეს კონსულტაციები დაიწყება სექტემბერში. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზებთ შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, ამის შემდეგ ერთობლივად უნდა ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურაზე და შემდეგ პარლამენტი უყრის მას კენჭს.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები