LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე მშვილდაძეზე: თავის თავს მიხედოს – კაცი, რომელიც დედას იგინება და მერე ამაზე პასუხს იღებს, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს

237
კობახიძე მშვილდაძეზე

„მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს, კაცი, რომელიც დედას იგინება ყველა ფეხის ნაბიჯზე და მერე ამაზე პასუხს იღებს, მე მგონი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობაიძემ განაცხადა.

ინჯია: იცემა მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე – ბევრია კიდევ საცემი, მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერო?

როგორც მანვე აღნიშნა, ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, მშვილდაძეს კი „პოლიტიკური მიზანი აქვს“.

დასმულ კითხვაზე, დაიმსახურა თუ არა მშვილდაძემ ცემა, კობახიძემ უპასუხა:

„თქვენ თუ გაგება არ შეგიძლიათ, ვერ გაიგებთ ვერასდროს.

თავის თავში ჩაიხედოს, სხვას რომ აბრალებს, რა შუაშია, ხელისუფლება, იქნებ მისი გინების ბრალია, რომ ვიღაცამ, კონკრეტულმა შეურაცხყოფა მიაყენა? ხელისუფლებისკენ რატომ იშვერს ხელს, როცა კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა, იქნებ ეს იყო მიზეზი?

მაგრამ მის კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით ხომ არის უკვე პირი აყვანილი? დამთავრებული ამბავია. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია. ყველას მოვუწოდებ, ნუ აღვივებენ ამ ქვეყანაში შუღლს.

ზარქუა: „მოსახლეობისთვის ეკლესია, პატრიარქი წმინდაა და როცა მას შეურაცხყოფას აყენებ, უნდა იცოდე, რომ შეიძლება ამას ქმედებები მოჰყვეს, როცა პროვოკაციულად იქცევი, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მიიღებ“

იგივე მშვილდაძე ნუ აღვივებს შუღლს ამ ქვეყანაში, სხვებიც. შუღლის გაღვივება გახდა სამოქალაქო აქტივიზმი. არ არის ეს სამოქალაქო აქტივიზმი, არც ფიზიკური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი.

კობახიძე: წლები ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, სიუჟეტებს – არ შეიძლება ელჩის მხრიდან უწმაწურობა შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლება

არც მიშა მშვილდაძე არ არის სამოქალაქო აქტივისტი და არც ის, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. არც ფიზიკური და არც ვერბალური ძალადობა, რასაც ეწეოდნენ მშვილდაძე, თუ ის ადამიანი, ვინც მშვილდაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არც ერთი და არც მეორე, არ არის სამოქალაქო აქტივისტი“.– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„რასაც იტყვის იმას უნდა ელოდოს, უნდა ისაუბროს ნორმალური ენით“ – მაჭარაშვილი მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე

 

 

 

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g