LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს მინიშნებად, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს

121
ირაკლი კობახიძე

„ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმული იქნეს როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება, არ მიენიჭოს“, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება.

იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის, სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება. Fake გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით, სუვერენულად მოქმედება შეეძლება“,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შემაშფოთებელია, როცა ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება

კობახიძე: პარადოქსია, ევროპარლამენტი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები