LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ვერ ვიტყოდი, რომ სტატუსის მონიჭების შანსი 50%-ზე მეტია

146
fot

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება რეგიონში მოვლენების განვითარებაზე.

„სავარაუდოდ, მაგ დროისთვის ომის უკრაინაში არ იქნება დასრულებული სხვადასხვა ფაქტორის გამო — მათ შორის იმის გამო, რომ ბევრი არჩევნები უწევს მომავალ წელს, მაგრამ მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, გლობალური და რეგიონული კონტექსტი შეიცვლება ჩვენს სასიკეთოდ და ჩვენ მაინც მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კალაძე: თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ

მე ვერ ვიტყოდი, რომ ამის შანსი არის 50%-ზე მეტი, მაგრამ მაქვს იმედი, რომ პოლიტიკური კონტექსტი ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს..

„სამივე ხელისუფლება არის უზურპირებული“ – პაატა მანჯგალაძე

[რადიკალური ოპოზიციის მხრიდან] იგივე საგამოძიებო კომისიის შექმნა, სასამართლოზე შეტევა ემსახურება ერთადერთ მიზანს – რომ ჩვენ რამენაირად არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, იმისთვის, რომ ეს გამოიყენონ რევოლუციური სცენარისთვის. მათი სცენარი უცვლელია, თუმცა ხელისუფლება ამ სცენარის რეალიზების საშუალებას არავის მისცემს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

იოზვიაკი: საქართველომ შეიძლება სტატუსზე რეკომენდაცია მიიღოს, მაგრამ იქნება დათქმებიც

პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას

მთავარ სლაიდზე ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები