LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოზვიაკი: საქართველომ შეიძლება სტატუსზე რეკომენდაცია მიიღოს, მაგრამ იქნება დათქმებიც

135
რიკარდ იოზვიაკი

„ევროკომისია საბოლოო ანგარიშს ოქტომბერში წარადგენს და საქართველოს შესახებ შეიძლება კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს“, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა და თქვა, რომ იქნება დათქმებიც, სტატუსის მიღებამდე დარჩენილ დროში კი, საქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციების შესრულებაზე უნდა იმუშაოს:

„საქართველომ კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიისგან რეკომენდაცია შესაძლოა, ოქტომბერში მიიღოს, როცა კომისია ანგარიშს წარადგენს. რა თქმა უნდა, იქ იქნება დათქმებიც.

ამასთან, კიდევ ორი ასპექტია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, ანგარიშის წარდგენამდე კიდევ 6 თვეა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

მეორე საკითხია, რომ რეკომენდაციას გასცემს ევროკომისია, მაგრამ კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა უნდა შეთანხმდეს და შეიძლება მათ ვერ მიაღწიონ კონსენსუსს ევროკომისიის რეკომენდაციაზე.

ეს 6 თვე იქნება ერთგვარი ტესტიც საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, როგორ იმუშავებს ევროკომისიის მიერ დასახულ რეკომენდაციებზე და რომ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც საქართველოს ევროკავშირისგან დისტანცირებას მოახდენს.“ – განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.

პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g