„ყველა ერთად რომ დააჯგუფო, მათ შორის, საუბარი იყო ბესელიაზე, გახარიაზე, ხუხაშვილზე და ა.შ. ყველა ერთად ალბათ, 1%-ს ვერ აიღებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პარტიიდან გასული წევრების შესაძლო გაერთიანებაზე კითხვას გამოეხმაურა.
ეკა ბესელია: კობახიძე გავრილოვის და ზახაროვას თანაშემწეა, რომელიც რუსულ საქმეს აკეთებს
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ საკითხს სერიოზულად ვერ განიხილავს.
„მათი მაქსიმუმი არის 1% და შესაბამისად, სერიოზულად ვერ განვიხილავდი მათ დაჯგუფებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.