LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ, კი არ უნდა გაქრნენ, არა, უნდა იყვნენ, უბრალოდ 50% ერთად ვერ უნდა გადალახონ“

132
Untitled design (1)

„ქოლცენტრები“ არის იდეალური მაგალითი, როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან „ნაცები“ და „ქოცები“. „ქოლცენტრები“ არის იდეალური მაგალითი, ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე, როგორ შოულობენ მილიარდებს „ნაცებიც“ და „ქოცებიც“ და მერე გამოვლენ და იტყვიან, რომ კოალიცია არ გვაქვსო“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ წყალტუბოში, პარტიის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, „ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ორმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა გადალახოს“.

„როდესაც შენ სახელმწიფო ინსტიტუტებს ძირითადად იყენებ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, ძალაუფლება გინდა იმისთვის, რომ ფული იშოვო, ფულს ვისთანაც შოულობ, ის არის შენი ნამდვილი პარტნიორი, ის კი არა, პარლამენტში ვისთანაც ოპოზიციაში ხარ. მთავარია ფულს ვისთან ერთად შოულობ, ფულს ვისთან ერთად იყოფ.

„ქოლცენტრები“ არის ყველაზე კარგი, იდეალური მაგალითი „ქოცების“ და „ნაცების“ თანამშრომლობის. თუ ასე არ არის, აბა ან ერთმა, ან მეორემ თვითონ დააინიციირონ ამ კომისიის შექმნა. ამიტომ არის, რომ გამოძიება არ უნდათ, კომისიის შექმნა არ უნდათ. ეს კომისია რომ შეიქმნას, ერთმანეთზე მოუწევთ ჩვენების მიცემა.

ამ ორმა, ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა გადალახოს. კი არ უნდა გაქრნენ, არა, უნდა იყვნენ, უბრალოდ 50% ერთად ვერ უნდა გადალახონ.

საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ გააკეთონ არჩევანი „ნაცსა“ და „ოცნებას“ შორის. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსოვს „ნაცი“ როგორ ძალადობდა ფიზიკურად და ძალიან კარგად ხედავს დღეს „ოცნება“ როგორ ძალადობს ფსიქოლოგიურად.

ადამიანმა არჩევანი ხომ დაიმსახურა? ახლა ფაქტობრივად არჩევანი არ არსებობს. არსებობს ფსიქოლოგიური მოძალადე, რომელიც გაშინებს და გაშანტაჟებს ფიზიკური მოძალადით. მერე გამოვლენ და გეტყვიან ღირსებაზე რამეს. ღირსებაა ეს? ეს ყველაფერი რომ ხდებოდეს სხვაგან და სხვა დროს, შეიძლება კომპრომისებზე გვეფიქრა. წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია. ამიტომ ეგრე ვერ იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g