LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძემ თქვა, ოპოზიცია მელიას სურვილის საწინააღმდეგოდ აპირებს „ამნისტიის კანონის“ მიღებასო – დიახ, ასეა, რადგან პოლიტიკური პატიმარი ქვეყანას არ სჭირდება: ვაშაძე

76
გიორგი-ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“- ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ოპოზიცია მელიას სურვილის საწინააღმდეგოდ აპირებს „ამნისტიის კანონის“ მიღებას“.

ვაშაძის განმარტებით, „ოპოზიცია ამას იმიტომ აკეთებს, რომ „ქვეყანას პოლიტიკური პატიმარი არ სჭირდება“.

ვაშაძის განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტმა „შედეგები უკვე გამოიღო და პოლიტპატიმრები თავისუფლები არიან“.

„ამ კანონს დავუჭირე მხარი, რადგან ჩვენი 6-თვიანი ძალიან დიდი ბრძოლის შედეგია. „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში არც ერთი მუხლის ცვლილება არ უნდოდა. საარჩევნო გარემოს ამ ცვლილებებით ფუნდამენტურად ვცვლით. წინ მეორე მოსმენაა, მუხლობრივი განხილვები. შარლ მიშელის დოკუმენტმა შედეგები უკვე გამოიღო პოლიტპატიმრები თავისუფალი არიან, პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსი მიღებულია. არც ერთი ამ ნაბიჯის გადადგმა „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა. საზოგადოების ჩართულობამ აიძულა ისინი, რომ მათივე ხელით იღებენ კანონს, რომლის მიღებაც არ უნდოდათ.

გუშინ კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია მელიას სურვილის საწინააღმდეგოდ აპირებს ამნისტიის კანონის მიღებასო – დიახ, ასეა, რადგან პოლიტიკური პატიმარი სახელმწიფოს, ქვეყანას არ სჭირდება. ეს მხოლოდ მელიას, კონკრეტული პიროვნების საკითხი არ არის. მე გულთმისანი არ ვარ, ზუსტად ვიცი ვისთვის ვაკეთებ ამას. ამას არ ვაკეთებ მხოლოდ ნიკა მელიასთვის, ამას საქართველოს სახელმწიფოსთვის ვაკეთებ“, – განაცხადა ვაშაძემ.

პოპულალურები