LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძის გადადგომა ანგარიშვალდებულების გამოხატულებაა და არა უპასუხისმგებლო ძალების დღის წესრიგის გაზიარება – კალაძე

89
52263882_2807044882853163_255389437003825152_o

პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რითიც დადასტურდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

“მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი პროტესტი გამოწვია, რომლის სოლიდარულიც იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ფაქტს მისცა შესაბამისი მკაცრი შეფასებები. “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა ირაკლი კობახიძის მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.

ირაკლი კობახიძე გადადგა

განცხადება ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო ძალების დღის წესრიგის გაზიარება.

პოლიციამ თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენა უკიდურესად მძიმე ვითარებაში, როცა ხორციელდებოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება. ძალის გამოყენება იყო უკიდურესად აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური.

ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი კანონისა და საზოგადოების წინაშე”, – აღნიშნა კალაძემ.

ბრიფინგზე იმყოფებოდა ირაკლი კობახიძეც, თუმცა, მას კომენტარი არ გაუკეთებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g