LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

126
Untitled design

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ აქტის თაობაზე კანონპროექტებთან დაკავშირებით შეხვდა.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ წუხილებზე, რომელიც გამოთქმულია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” პროექტებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ამაზე სხვა დროსაც გვქონდა საუბარი. მესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ხდება თავად დისკუსიის სტიგმატიზება. ფაქტია უკვე, ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, და კანონსაც კი დაარქვეს არა ამერიკული, არამედ რუსული. აბსურდამდე მიდის ეს დისკუსია და გასაგებია, რომ არის მცდელობა დისკუსიის სტიგმატიზების. მიუხედავად იმისა, რომ სტიგმატიზების დიდი ტალღაა, ჩვენ საკმაო დრო დავუთმეთ იმაზე საუბარს, თუ რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას.

ისევე როგორც გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვქონდა საუბარი; არის ურთიერთგაგება, რომ გამჭვირვალობა იმ აქტორებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, გამჭვირვალობის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს მოთხოვნა რეალიზდეს. ჩვენ ამ საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს, და დაველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. ამასობაში არის საკმარისი დრო, რომ სხვა მსჯელობაც იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოება დისკუსიის სტიგმატიზების და ტაბუირების ნაცვლად, აქტიურად იმუშავებს პარლამენტთან რათა აღმოიფხვრას არასაკმარის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზი.

„იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ დისკუსიის ტაბუირება მოახდინოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, პირიქით, აჩვენებს, რომ თუკი ისინი ამ საკითხში თავს დაჯერებულად და ძლიერად გრძნობენ, რომ ისინი არიან მართლები ამ საკითხში და როგორც ისინი დახურულ კარს მიღმა საუბრებში ამბობენ, თვლიან, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის ის დონე, რომელიც დღეს არსებობს არ არის საკმარისი, თავად იყვნენ აქტიური ამ საკითხებში, რომ იმუშაონ პარლამენტთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა და ის ხარვეზი, რომელიც ჩვენს სისტემას აქვს. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ფორმირებაში მონაწილე ყველა აქტორი, სახელმწიფო ინსტიტუტები, პარტიები და საჯარო მოხელეები არიან გამჭვირვალეები თავიანთ ფინანსებში და მხოლოდ ერთი აქტორი-არასამთავრობო სექტორი არის გაუმჭვირვალე ამ მხრივ, უფრო სწორად, სხვადასხვა ტიპის გამჭვირვალობა არის ამ ტიპის ორგანიზაციებში, რომ ეს ხარვეზი აღმოიფხვრას,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, პროექტებს – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები