სხდომათა დარბაზიდან ის სკამი გამოიტანეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუს დეპუტატს დაუთმო.
სკამი სხდომათა დარბაზიდან ვატო შაქარიშვილმა გამოიტანა. მათ სკამზე „რუსეთი ოკუპანტია“ წარწერები გააკეთეს.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/314343722850176/
საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როცა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა გააპროტესტეს.
რუსეთი ოკუპანტია და ოკუპანტი სხდომას არ უნდა უძღვებოდეს.
აქ არ დაჯდება! - „ევროპული საქართველო“ გავრილოვის პარლამენტში ყოფნას აპროტესტებს (ვიდეო)
პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან შეიკრიბნენ. ისინი პარლამენტში რუსი დეპუტატების გამოსვლას ანტისაოკუპაციო ბანერებით აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა.
სესია შეწყდა - საზოგადოების პროტესტი დაიწყო
სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან შეიკრიბნენ.