LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესია შეწყდა – საზოგადოების პროტესტი დაიწყო

326
ruseti okupantia

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან შეიკრიბნენ. ისინი პარლამენტში რუსი დეპუტატების გამოსვლას ანტისაოკუპაციო ბანერებით აპროტესტებენ.

პარალელურად, პარლამენტს ტოვებენ დელეგაციები. სხდომა შეწყდა, თუმცა როგორც უმრავლესობის წევრმა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციცის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება, თუმცა სად, ეს ქუცნაშვილს არ დაუკონკრეტებია.

მან ასევე განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა, თავიდანვე სხვა შენობა შერჩეულიყო. 

პარლამენტთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა, 19:00 საათზე აქცია დააანონსა და მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები