LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელებმა რუსთაველზე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს

297
65158606_630762937444151_4511775282302025728_n

პარლამენტის შენობასთან, პოლიციელებმა სავარაუდოდ, გაზის შუშხუნები ჰაერში გაისროლეს. გასროლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც საპატრულო პოლიციის მობილიზებაა.

ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ გასროლის შემდეგ, გამზირზე სუნთქვა გართულდა.

გასროლამდე სპეცრაზმელებსა და მოქალაქეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეთა ნაწილი კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა.

ფოტო: თაკო ივანიაძე

ვიდეო: თამთა გოგოლაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები