LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი შვილი 3 დღე მართვით სუნთქვაზე იქნება, 2 ოპერაცია ჩაუტარდა და შესაძლოა მესამეთი „დაგვაჯილდოვონ“

2668
დაშავებულის დედაა

“ჩემ შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, შეიძლება ნეკროზი წავიდეს ისეთი მდგომარეობაა” – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე დაშავებული ერთ-ერთი პირის დედა ლია წიკლაური აცხადებს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მის შვილს რეზინის ტყვია ყბაში ჰქონდა გაჭედილი და ორი ოპერაცია გაუკეთეს. მისივე თქმით, შესაძლოა მის შვილს მესამე ოპერაციაც დასჭირდეს.

“თვალი ამოაცალეს ჩვენს გვერდით გოგონას. განა რა დააშვა ამ ბავშვმა, რომ ტყვიებით არის დაზიანებული? ის ტყვიებიც შენახულია და მოგვცემენ. შედით და ნახეთ, რა დღეში არიან დამტვრეულ-დაშავებულები. ჩემი შვილი 3 დღე მართვით სუნთქვაზე იქნება, დაკვირვების ქვეშ, 2 ოპერაცია ჩაუტარდა და შესაძლოა მესამეთი „დაგვაჯილდოვონ“ კიდევ. ყბაში ჰქონდა გაჭედილი რეზინის ტყვია. ჩვენთან არავინ მოსულა აბსოლუტურად, ექიმები ძალიან ყურადღებიანები არიან, მადლობას ვუხდით მათ”, – განაცხადა წიკლაურმა.

რუსთაველზე, აქციაზე გოგომ სავარაუდოდ, თვალი დაკარგა (ვიდეო)

აქციის მონაწილეები პარლამენტთან მისვლას ცდილობენ, თუმცა, პასუხად ცრემლსადენ გაზს და ტყვიებს იღებენ.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პაციენტს თვალი და ყბა აქვს დაზიანებული.

„კონსილიუმი უნდა შეიკრიბოს. ოპერაციას ვერ უკეთებენ, თვალი და ყბა ისე აქვს დაზიანებული. რის გამო მოხდა ეს?! პასუხისმგებლობას ვაკისრებ ქუცნაშვილს და მთელ მთავრობას”, – განაცხადა წიკლაურმა.

“ნიუ ჰოსპიტალში” აქციიდან სულ 24 პაციენტი შეიყვანეს. ოთხ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები