დღეს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “სააკაშვილი დღეს აპირებს გახდეს ცუდად, ანუ აპირებს სიმულირებას, რათა თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას.”
მის ამ განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია და განაცხადა, რომ „კობახიძისნაირი თოჯინების განცხადებებს” ვერ უპასუხებს, თუმცა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება მთელი ქვეყნის მომავლისთვის იქნება საფრთხე.
„ამ დამოკიდებულებით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გვაჩვენებენ არა მხოლოდ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებას, არამედ ზოგადად მოქალაქეების, კანონის უზენაესობის, საზოგადოების მიმართ, რომ პოლიტიკური ამოცანისთვის, იმ მომენტში რაც სჭირდებათ, ყველაფერს იკადრებენ.“ – აღნიშნა ბოკერიამ.
„სერიოზულად კობახიძისნაირ თოჯინების ამ ტიპის განცხადებებზე ვერც ვუპასუხებ. ის რა დამოკიდებულებასაც ავლენენ პოლიტიკური დევნით, მსგავი ტიპი უტიფარი განცხადებებით როგორიც იყო ღარიბაშვილის, რომ თუ პოლიტიკიდან წავიდოდა სააკაშვილი არ დაიჭერდნენ, ასევე მისი ყველანაირი თვალსაზრისით კატასტროფული განცხადებით, რომ თვითმკვლელობის უფლება არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ამ დამოკიდებულებით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გვაჩვენებენ არა მხოლოდ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებას, არამედ ზოგადად მოქალაქეების, კანონის უზენაესობის, საზოგადოების მიმართ, რომ პოლიტიკური ამოცანისთვის, იმ მომენტში რაც სჭირდებათ, ყველაფერს იკადრებენ.
ამიტომ არის ეს პრობლემა ამ პატიმრობის, პრობლემა არა სააკაშვილის მომხრეების ან მათი თუნდაც ვისაც რამე სიმპათია გააჩნია მის მიმართ ან გააჩნდა წარსულში, ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა. ეს ჭრილობა, ასე უტიფარი პოლიტიკური დევნა, მითუმეტეს თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა, იქნება პრობლემა მთელი ქვეყნის მომავლისთვის, გარდა იმისა რომ იქნება დამატებითი დაღი ივანიშვილისთვის, მაგრამ ჩვენ ეგ არ გვაღელვებს, გვაღელვებს ის რა ზიანსაც ეს ყველაფერი დემოკრატიულ ტრადიციებს აყენებს.“- განაცხადა ბოკერიამ.