ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავიაკატასტროფაში დაიღუპა კალათბურთის დიდების დარბაზის 2020 წლის ფინალისტთა შორის დასახელდა. ამის შესახებ “Reuters” წერს.
ჯეიმს ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზში NBA-ს ყველაზე გამოჩენილი სპორტსმენები და მწვრთნელები ირიცხებიან.
შეგახსენებთ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილი კალათბუთელი 3 კვირის წინ ავიაკატასტროფაში, 13 წლის შვილთან ერთად დაიღუპა.
ლეგენდარულმა კალათბურთელმა „ლეიკერსის“ შემადგენლობაში 20 სეზონი ითამაშა და ჩემპიონობა ხუთჯერ იზეიმა.
კობი ბრაიანტის მეუღლის მორიგი ემოციური პოსტი და ვიდეო: რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას ვანესა ბრაიანტი
კობის ცოლმა პირველი პოსტი დადო: 5 მილიონი მოწონება 4 საათში