LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი ბრაიანტის ფეხსაცმელი 660 000 დოლარად გაიყიდა

119
126545d0-e64a-11ef-83f8-35f434c6

კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის ფეხსაცმელი Sothebey’s აუქციონზე გამოიტანეს და მის მოსაპოვებლად ნამდვილი ბრძოლაც გაიმართა. BBC-ის ინფორმაციით, საუბარია ბოტასებზე, რომელიც სპორტსმენს ეცვა თამაშზე, სადაც აქილევსის მყესი გაიწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ეს თამაში 2013 წელს გაიმართა. კობიმ მძიმე ტრავმა მიიღო, როცა ერთმანეთს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ უპირისპირდებოდნენ. მიუხედავად დაზიანებული მყესისა, კალათბურთელმა თამაში მაინც გააგრძელა.

„კობის კარიერაში ვერცერთი მომენტი ვერ აღწერს „მამბას მენტალიტეტს“ ისე, როგორც აქილევსის თამაში“ – ნათქვამი იყო, ლოტის აღწერაში.

ლეგენდის ფეხსაცმლის მოსაპოვებლად ნამდვილი ბრძოლა გაიმართა და საბოლოო ჯამში ის უცნობმა კოლექციონერმა 660 000 დოლარად შეიძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები