LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება

259
Capture

ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, რიკოთის უღელტეხილისა და კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალები პროექტების განხორციელებისთვის საჭირო დიდი ფინანსური ინვესტიციები უკვე მოზიდულია.

“რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული პროექტი – ეს არის კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე მაგისტრალი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. მას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები, რომელიც უკვე მოზიდული და ხელმოწერილია.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რა დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს მოქალაქეებს. ამის კარგი მაგალითი იყო შარშან განხორციელებული პროექტი – ახალი საბაგირო, რომელმაც კობი გუდაურს დაუკავშირა. შედეგად მივიღეთ ის, რომ კობი გაცოცხლდა. ასეთმა პროექტმა საშუალება მოგვცა, რომ მაგალითად, თრუსოს ხეობაში ახალი დინამიკა შეგვეტანა. ეს არის ორიენტირი, როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოში ეკონომიკა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

magti 5g