LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

185
unnamed (1)

ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სხვა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართულია.

უწყების ცნობით, ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები იმყოფებიან და უსაფრთხო გადაადგილებას არეგულირებენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g