უბედური შემთხვევა კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე – ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის, თემურ მონიავას თქმით, ზვავმა ავტომობილი, რომელშიც 3 ადამიანი იმყოფებოდა ხევში გადააგდო.
“ერთი მგზავრი ქალი ამოყვანილია უვნებლად; ერთი დაშავებულია, ასევე, არის ერთი მსხვერპლი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
დაღუპული და დაშავებული პირების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.