სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.