შეგახსენებთ, რომ Agera Rs-მა გასულ წელს ნევადას შტატში 447კმ/სთ-ის განვითარება შეძლო, გაუმჯობესებულმა Regera-მ კი ეს მაჩვენებელი უნდა გააუმჯობესოს.
სინამდვილეში „რეგერას“ საპასპორტო მაჩვენებელი მხოლოდ 410 კმ/სთ იქნება, 0-დან 400 კმ-ს განვითარებას სუპერქარი მხოლოდ 20 წამში შეძლებს, როცა Agera Rs ამ მიზანს 26,85 წამში აღწევდა. ახალი თაობის ჰიპერქარი მოძრაობაში ჰიბრიდულ აგრეგატს მოყავს და ის ტურბო 5.0 V8 ძრავისა და უნიკალური ტრანსმისიისგან შედგება. ძრავის საერთო სიმძლავრე 1500 ცხენის ძალაა და პირველ „ასეულს“ მოდელი მხოლოდ 2,8 წამში ავითარებს. ეს მონაცემები კი მწარმოებელს ახალი რეკორდის დამყარებაში დაეხმარება.