კოხტას მთაზე მეორე დღეა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია არ მონაწილეობს. მიზეზი საჰაერო აპარატების ტექნიკური შემოწმებაა. საგანგებო შტაბში განმარტავენ, რომ საჰაერო ავიაცია ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერთვება, რაც ამ ეტაპზე არ არის საჭირო.
24 საათიან რეჟიმში ადგილზე რჩება 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი და ქარი აფერხებს. ართანასგან განსხვავებით, თუშეთში სალიკვიდაციო სამუშაოები სრულდება.