LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოკო როინიშვილი დედ-მამის ურთიერთობაზე – „მეგობრობენ, მაგრამ…“

5903
koko-roinishvili

კოკო როინიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დედ-მამის ურთიერთობის შესახებ საუბრობს. როგორც მსახიობი აღნიშნავს, თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი არ შერიგებულან.

გთავაზობთ ციტატას ინტერვიუდან:

„არა, არ შერიგებულან. გიასა და თამრიკოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი, ისე არ ცხოვრობენ. ყოველდღე შეიძლება, ვერ ხვდებიან, მაგრამ ტელეფონით მაინც მოიკითხავენ ერთმანეთს. ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ“.

კოკო ასევე საუბრობსთავისი როლის შესახებ „ჩემი ცოლის დაქალების“ შესახებ, სადაც მწერლის როლს განასახიერებს.

„მგონი, საინტერესო ტიპაჟია. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ჯერ მომწონს და მიხარია, რომ ძალიან ძლიერ მსახიობებთან მიწევს მუშაობა. არ ვიცი, რამდენი ხნით, მაგრამ კარგია, რომ მეც ამ კოლექტივის ნაწილი გავხდი. სერიალი ზრდის მსახიობს“, დასძენს კოკო „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g