LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლეგები ლექსო ლაშქარავას ტაშით დაემშვიდობნენ

110
leqso lashqaravas dakrzalva

„ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან სხვადასხვა მედიასაშუალებებმა „კამერების კორიდორი“ მოაწყვეს.

სახლიდან გამოსვენების შემდეგ ლექსო ლაშქარავას ცხედარი, სწორედ, კოლეგების მიერ გაკეთებულ დერეფანში გაატარეს.

გარდაცვლილ ოპერატორს კოლეგები, ახლობლები და დაკრძალვაზე მისული სხვა პირები ტაშით დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებმა გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ყველა ის სამუშაო ნივთიც მიიტანეს, რომელიც მას 5 ივლისის აქციის გაშუქებისას თან ჰქონდა და რომელიც ფიზიკური ძალადობის დროს დაუმსხვრიეს.

დღეს ოპერატორის ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რამდენიმე სასულიერო პირმა და დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ლექსო ლაშქარავას ჯიქიას სასაფლაოზე მამის გვერდით დაკრძალავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g