LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლუმბიელი მორაგბეები მომზადებას საქართველოში გაივლიან

90

სპორტის სამინისტროსა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კოლუმბიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა საქართველოში ხუან ალფრედო პინტო საავედრამ მოაწერეს, ითვალისწინებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სპორტის მიმართულებით. კერძოდ, პირველ ეტაპზე საქართველოში მომზადებას კოლუმბიის მორაგბეთა ორი ასაკობრივი ნაკრები გაივლის. თანამშრომლობის მომდევნო ეტაპი კი სპორტის სხვა სახეობებში, როგორებიცაა ფეხბურთი, ველოსპორტი, მოტოსპორტი, ავტოსპორტი – სპორტსმენთა და მწვრთნელთა მომზადებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების და შესაბამისი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ტარიელ ხეჩიკაშვილმა 22 თებერვალს უმასპინძლა კოლუმბიის ოფიციალურ დელეგაციას. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში კოლუმბიის მორაგბეთა ასაკობრივი ნაკრების მომზადების გავლას, სპორტის სხვადასხვა სახეობებში სპორტსმენთა და მწვრთნელთა მომზადების საკითხებს, ასევე დაიგეგმა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებული პროცედურები.


საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კოლუმბიის კულტურის კვირეული გაიხსნა, რომელიც 31 მარტამდე გასტანს. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კოლუმბიის პირველი კინოფესტივალის ჩატარებაც. გარდა ამისა საქართველოს მუზეუმის ფოიეში წარმოდგენილი იქნება გამოფენა „ძველი ესპანური კოლუმბიის ეპოქაში ოქროთი ვაჭრობის დაწყება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g